პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე ცხრა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე იმსჯელებს.
პროკურატურა შუამდგომლობის სახით 9-ვე ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს, ადვოკატები კი ბრალდებულების სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას.
აღნიშნული საქმის პროკურორის, არჩილ ტყეშელაშვილის ინფორმაციით, არსებობს როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები, რომ გამოყენებული იყოს პატიმრობა, კერძოდ, არსებობს მიმალვის საფრთხე, მტკიცებულებების განადგურების საფრთხე და შესაძლოა დანაშაულის გამეორებასაც ჰქონდეს ადგილი.
ცნობისთვის, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე სამართალდამცველებმა 18 ოქტომბერს 9 პირი დააკავეს.
დაკავებულთა შორის არიან კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი.