უვადო პატიმრობა მიესაჯა დედას, რომელიც საკუთარი შვილის გაუპატიურებაში, ბავშვის მამობილს ეხმარებოდა
1738603375
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს გამოეხმაურა. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ეფექტური აღსრულება.
"მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობის ეფექტური აღსრულება მოხდეს. არც შინაარსობრივად არის რამე სიახლე ამაში და არ მგონია, რომ ვინმეს ჰქონდეს პრეტენზია, რომ ის, რაც კანონით ნებადართული არ არის, მის საწინააღმდეგოდ იმოქმედოს და ეს უნდა იყოს მოქალაქის უფლება. ჩვენი კონსტიტუციით გარანტირებულია ნებართვის გარეშე შეკრება ღია სივრცეში, დახურულ სივრცეში, თუკი ის საჯარო სივრცეა, სხვაა, მაგრამ თუკი ის არ არის საჯარო სივრცე, იქ საჭიროა მესაკუთრის თანხმობა - კერძო იქნება ეს თუ სახელმწიფო. რაც შეეხება სამართლებრივ რეაგირებას - ეს ზოგადი საკითხია. ადმინისტრაციულ პატიმრობას რაც შეეხება, რომელიც 15 დღიდან 60 დღემდე იზრდება. მაქსიმალური რაოდენობა, რომელიც ყველა საკითხს შეეხება - ეს არ არის სპეციფიკურად ამ საკითხთან დაკავშირებით, არამედ არის ზოგადი საკითხი და, აქედან გამომდინარე, ავტომატურად ვრცელდება, თუმცა არავინ აპირებს უკიდურესი ზომების გამოყენებას ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება უფრო რბილად გადაწყდეს," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.