რას ამბობენ სამაშველო ჯგუფები, რომლებიც American Airlines-ის კატასტროფის ადგილას წყალქვეშ მუშაობენ

მდინარე

აშშ-ში, ვაშინგტონში მომხდარ ავიაკატასტროფას სავარაუდოდ ვერავინ გადაურჩა.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში, რთულ პირობებში მიმდინარეობდა. სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, ისინი სამძებრო სამაშველო ოპერაციიდან "აღდგენით ოპერაციაზე" გადავიდნენ, რადგან გადარჩენილების პოვნის ყველა იმედი ამოიწურა.

ბორტზე სულ 64 ადამიანი იმყოფებოდა.

ამ დროისთვის წყლიდან  55 ადამიანი ამოიყვანეს. სამაშველო ჯგუფები მძიმე პირობებში მუშაობენ.

სამაშველო ჯგუფების უფროსმა BBC-ს განუცხადა: „მდინარეში ყინულია, განსაკუთრებით ცივა და ეს ძალიან რთულს ხდის [სამაშველო] ოპერაციას. წყლები იმდენად ცივია, რომ მეტროპოლიტენის პოლიციის დეპარტამენტის ერთი მყვინთავი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, რათა ემკურნალა „ჰიპოთერმიული სიტუაციისთვის".

„დარჩენილი დღის განმავლობაში სამაშველო ეკიპაჟები აგრძელებენ ტერიტორიის დათვალიერებას და ხვალინდელი დღისთვის ემზადებიან“.

სხვაგან, სამაშველო პერსონალმა ისაუბრა იმ „საშინელებაზე", რომელიც აქამდე ნახეს.

ბრაიან ენტინმა თქვა, რომ ისინი „ემოციურად განადგურდნენ მას შემდეგ, რაც ნახეს საშინელება [ავარიის] ახლოდან".

ცნობისთვის, American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი სამხედრო ვერტმფრენს რონალდ რეიგანის სახელობის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს შეეჯახა. თვითმფრინავში 60 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი, ვერტმფრენში კი, 3 ჯარისკაცი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფა მაშინ მოხდა, როცა თვითმფრინავი ეშვებოდა. შეჯახების შემდეგ თვითმფრინავი მდინარე პოტომაკში ჩავარდა.