საკვერცხეები მენოპაუზის შემდეგაც ბიოლოგიურად აქტიური რჩება - რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა
1792314886
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, აჭარის,
ქვემო ქართლის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების
თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს, 4 პირი დააკავეს, მათ შორის, ერთი უცხო
ქვეყნის მოქალაქეა.
დაკავებულებს ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული
საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, შეძენა-შენახვაში დახმარება,
რეალიზაციის ხელშეწყობა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის
უკანონო კულტივირება.
სამართალდამცველებმა,მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული
ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერის, ასევე,
დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად
ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „მეფედრონი“, „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“,
„მეთადონი“, „მცენარე კანაფი“ და „მარიხუანა“.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25-260-ე, 260-ე, 260-ე კვარტა და265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლებისაღკვეთას ითვალისწინებს.