„მინდა საქართველოს მოსახლეობა დავამშვიდო...“ - ასტროლოგი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს
1751121199
ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას გამზირზე კაცი ყოფილ ცოლსა და ორ შვილს დანით გამოეკიდა და მოკვლით ემუქრებოდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, კაცი ყოფილ ცოლს სამსახურში, სალონში მიუვარდა, სადაც მათი შვილების იმყოფებოდნენ. დაპირისპირების შემდეგ ქალმა მოძალადისგან თავის დაღწევა და სალონიდან გამოქცევა იმ ქალის დახმარებით შეძლო, რომელსაც ემსახურებოდა.
კაცმა ქუჩაში ქალაქის ცენტრამდე, დაახლოებით 200 მეტრის დისტანციაზე სდია ყოფილ ცოლსა და ორ შვილს. მოქალაქეებმა დანით შეიარაღებული კაცის შეჩერება ვერ შეძლეს.
არსებული ინფორმაციით, როგორც კი მოძალადემ სამართალდამცველები დაინახა, დანა დააგდო და საკუთარი ნებით ჩაბარდა. პოლიციამ კაცი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა. ქალი კი დაკითხვაზეა.