„ამ სახლიდან 17 მიცვალებული გაასვენეს... უმეტესობა ბავშვი და ქალი იყო“ - ელაშვილების ოჯახის ტრაგედია
1760472917
კრიმინალური „ავტორიტეტი“ აითკალ მაიმუშევი, რომელიც ამჟამად მოსკოვის მე-5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება, „კანონიერი ქურდობის“ ბრალდებას უარყოფს და ირწმუნება, რომ ის მხოლოდ შემოქმედი ადამიანია.
64 წლის ყაზახი „ავტორიტეტი“ გამომძიებლებთან საუბრისას ამბობს, რომ ამჟამად საკანში ბიბლიის თარგმნით არის დაკავებული, ამასთან წერს ლექსებს.
მაიმუშიებს სხვადასხვა მძიმე დანაშაულებებისთვის ციხეში საერთო ჯამში 30 წელი აქვს გატარებული. ამ ეტაპზე მას კრიმინალური ორგანიზაციის შექმნასა და ხელმძღვანელობას ედავებიან.
მოსალოდნელი ბუნტის გამო, გავლენიანი პატიმარი ციხის სამარტოო საკანში იმყოფება.
მაიმუშიევი „კანონიერ ქურდად“ 1997 წელს, მოსკოვში ქართველმა „ავტორიტეტებმა“ „აკურთხეს“, მათ შორის ვახტანგ ქარდავამ, მერაბ მზარეულიამ და ე.წ. მეგრული კლანის სხვა „კანონიერმა ქურდებმა“.