"არც მეუღლე მყავს, არც შეყვარებული, არც სხვა დანარჩენები" - ნინიკო ნაცარაშვილი ლავასოღოლის დაშორდა?!

niniko

ბათუმელი ლამაზმანი ნინიკო ნაცარაშვილი საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო. ის ქართველი მსახიობის და ბიზნესმენის საცოლე გახლდათ. თუმცა, ეს ურთიერთობა მალევე დასრულდა და ნინიკო ნაცარაშვილის გული  ე.წ. კანონიერმა ქურდმა მინდია გორაძემ, იგივე ლავასოღლიმ დაიპყრო, მათ შვილიც შეეძინათ... თუმცა, მისივე ცნობით, არც მეუღლე ჰყავს და არც შეყვარებული... 

მანამდე იყო ბათუმელი ლამაზმანის მიერ გავრცელებული უამრავი ვარდების, ბრილიანტის ბეჭდის ფოტოები.. 

მოულოდნელად კი ნინიკო ნაცარაშვილმა კითხვას - ქმართან ერთად ცხოვრობ? რამდენიმე წუთის წინ ასე უპასუხა:

"არც ქმარი მყავს და არც მეუღლე, არც შეყვარებული და არც სხვა დანარჩენები, გმდლობ..." - წერს ის. 

ლავასოღლიმდე ნინიკო ნაცარაშვილის ცხოვრებაში იყო ლევან ჯიბღაშვილი, მაშინ წყვილი ერთად ხშირად ჩნდებოდა, თუმცა მოულოდნელად დაშორდნენ და ამ ამბავმა ყველა შოკში ჩააგდო.

მაშინ, მედიაში კრიმინალურ ავტორიტეტთან ურთიერთობის შესახებ მოარულ ხმებზე ხშირად წერდნენ, რაც მოგვიანებით დადასტურდა კიდეც...