„სახეზე ქათმის სისხლი წაისვა....“ - ინსცენირებული დაყაჩაღება სამეგრელოში

პოლიცია ლენტა

ინსცენირებული დანაშაული სამეგრელოში - "დაზარალებული", რომელიც სამი დღის წინ ამბობდა, რომ მისი სახლი დააყაჩაღეს, თავად კი მძევლად აიყვანეს, ბრალდებულია.

პოლიციამ წალენჯიხის სოფელ მედანში მომხდარი ფაქტი გახსნა - ცნობილი ხდება, რომ შუახნის პირმა, რომელიც ამბობდა, რომ ყაჩაღებმა მისი სახლიდან 17 ათასი ლარი წაიღეს, თანხა თავად სხვა მიზნებისთვის დახარჯა, ყაჩაღობის ინსცენირება კი სწორედ ამის დასაფარად მოაწყო.

როგორც ირკვევა, გამომძიებლებმა ის ნივთები, რომლებზეც "დაზარალებული" ამბობდა, რომ მოჰპარეს - ტელეფონი, თოფი და ძვირფასი ძეწკვი და ჯვარი მის ნაკვეთში დამალული აღმოაჩინეს. ასევე, მის სახეზე არსებული სისხლი, რომელსაც ყაჩაღებისთვის წინააღმდეგობის გაწევით ხსნიდა, დნმ-ის ანალიზით ქათმის აღმოჩნდა.

50 წელს გადაცილებულმა პირმა დანაშაული თავად აღიარა. ცნობილია, რომ მან პოლიციის განყოფილებაში რამდენიმესაათიანი გამოკითხვისას გამოძიებას სხვადასხვა ვერსია მოუყვა, რის შემდეგაც თქვა, რომ მის მიერ ნათქვამი დეტალები ტყუილი იყო.

ამ დროისთვის მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლითაა აღძრული და ის პატიმრობაში რჩება.

თავდაპირველად, გამოძიება სსკ-ის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.

წყარო

ასევე ნახეთ:

„10 წლის თანატოლებმა სავაჭრო ცენტრიდან ორი წლის ბიჭი გაიტაცეს...“ - სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული, შესაძლოა, ციხიდან გაათავისუფლონ

თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

მექსიკაში მკვლელმა ელვამ ორი ტურისტი იმსხვერპლა

„28 კილოგრამი დავიკელი... ექიმმა პირობა მომცა, რომ...“ - როგორ შეიცვალა ნონა ვაშაყმაძის ცხოვრება ოპერაციის შემდეგ