მექსიკაში მკვლელმა ელვამ ორი ტურისტი იმსხვერპლა

ელვა

მექსიკაში ელვის შედეგად მამაკაცი და ქალი დაიღუპა. ბუნებრივი წარმოშობის ელექტრული ველი მათ აკვილას პოპულარულ ტურისტულ პლაჟზე დაეწია. ტრაგედია ტელეფონის კამერით ერთ-ერთმა თვითმხილველმა დააფიქსირა.

ინტერნეტში გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ურტყამს უამინდობის ფონზე ელვა გამანადგურებელი ხმაურით ხალხს, სანაპიროზე. ქალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა. მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ობლად გაიზარდა... უჭკვიანესი...“ - ავტოსაგზაო შემთხვევას 21 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა

VIDEO: „პრაიმ ჰაუსის“ მეოთხე სეზონში თაია ჭიჭინაძეს ვიხილავთ

რა მოხდა გასახდელში ხვიჩა კვარაცხელიას ჟესტის შემდეგ