„10 წლის თანატოლებმა სავაჭრო ცენტრიდან ორი წლის ბიჭი გაიტაცეს...“ - სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული, შესაძლოა, ციხიდან გაათავისუფლონ

ჯეიმსი

90-იანი წლების გახმაურებული მკვლელობის მთავარი ფიგურანტი და რამდენიმე საქმეზე მსჯავრდებული, ჯონ ვენიბლესი, შესაძლოა, შობის დღესასწაულზე გაათავისუფლონ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, საქმის მოსმენა დახურულია. ჯონის საქმეში რამდენიმე მძიმე დანაშაულის ბრალდება დევს, მათ შორის არის 2 წლის ბიჭის მკვლელობა...

ამონარიდი გახმაურებული მკვლელობის საქმის მასალებიდან

1993 წლის თებერვალში, 10 წლის თანატოლებმა სკოლა გააცდინეს და სავაჭრო ცენტრში წავიდნენ, საიდანაც ორი წლის ბიჭი გაიტაცეს. სათვალთვალო კამერებიდან ამოღებულ მასალაში ჩანს, რომ ბიჭებმა ტკბილეული, თოჯინა, ბატარეები და ლურჯი საღებავის ქილა მოიპარეს. საბოლოოდ კი დედას შვილი მოჰპარეს და ლივერპულში, რკინიგზის ლიანდაგთან წაიყვანეს.

ადგილზე მისულებმა ბავშვს ტანსაცმელი გახადეს, პირში ბატარეები ჩაუდეს, თვალში საღებავი ჩაასხეს და სხეულზე 22 კილოგრამიანი რკინის ზოდი დაადეს.

მსხვერპლის გარშემო სიმძიმეები დაალაგეს, რათა, მატარებლის გავლის მომენტამდე პატარას თავის დაღწევა არ შეძლებოდა.

რობერტი და ჯონი ყველაზე ახალგაზრდა ადამიანები გახდნენ, ვინც მე-20 საუკუნეში მკვლელობისთვის გაასამართლეს.

უკანასკნელი ცნობებით, ისინი 2001 წელს, შეცვლილი იდენტობით გაათავისუფლეს. როგორც ირკვევა, ვენაბლესი 2010 და 2017 წლებში კვლავ დააკავეს ბავშვების უხამსი სურათების ფლობისთვის.

 

ასევე ნახეთ:

„ერთი ხელით პირჯვარს ვიწერთ, მეორით ერთმანეთს ვკლავთ...“ - მამა პეტრე დოლიძეზე მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე

„ცხრა თვე ვიცხოვრე იმ აზრით, რომ ეს ადამიანი უკვე ჯილდოა... მადლობა ღმერთს, გაჩნდა ადამიანი სრულყოფილება,“ - თეა დარჩია