პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულ შალვა იაშვილთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების სახით, პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
როგორც სასამართლო სხდომის დაწყებამდე პროკურორმა ალინა კუკავამ ჟურნალისტებს განუცხადა, საქმეში არაერთი მტკიცებულება არსებობს, რაც შალვა იაშვილის ბრალეულობას ადასტურებს.
მისი განმარტებით, ბრალდებული გამოძიების ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს.
„საქართველოს პროკურატურამ მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 აპრილს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა, რა დროსაც სახეზე მას მიაყენა დაზიანებები. ბრალდების მხარეს არაერთი მტკიცებულება გააჩნია აღნიშნული ბრალდების დასადასტურებლად, მათ შორის, მოწმეთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა. ბრალდების მხარე სასამართლოს პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს”, - თქვა პროკურორმა ალინა კუკავამ.