პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თუშეთის სოფელში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს, პატიმრობა შეეფარდა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭეშოში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ, ჯაბა ქააძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება თელავის რაიონულ სასამართლოში, ცოტა ხნის წინ გამოაცხადეს.
ბრალდებულის ადვოკატი, სასამართლოსგან 20 ათასლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა.
ადვოკატი, ქეთევან ზაქარიაშვილი , სასამართლოს არწმუნებდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.
თუმცა, მოსამართლემ სრულად გაიზიარა, სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიცია, რომელმაც ქააძის დაპატიმრების შუამდგომლობა დააყენა.
წინასასამართლო სხდომა, სისხლის სამართლის საქმეზე, 14 ივნისს ჩატარდება.
შეგახსენებთ, მკვლელობა თუშეთის სოფელ ჭეშოში, ორი დღის წინ მოხდა.
გამოძიების მტკიცებით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში მცხოვრებმა, 36 წლის ჯაბა ქააძემ, სანადირო თოფიდან გასროლით, ყოფითი კონფლიქტის ნიადაგზე, თანასოფლელი, ნოდარ ნეკერაული მოკლა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.