პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, რომელიც ვლადიმირის ოლქის კოლონიაში იხდის სასჯელს, მისთვის განკუთვნილი საკვების განადგურებაზე ჰყვება.
ნავალნის თქმით, მას კოლონიაში თვეში ხუთი ათასი რუბლის დახარჯვის უფლება მიეცა. ათასი რუბლით ის ყიდულობს ჰიგიენურ ნივთებს, დანარჩენით კი - საკვებს. გამოდის დღეში 129 რუბლი.
"სასადილოში შეგიძლიათ შეიძინოთ ორი მოხარშული კვერცხი და რამდენიმე მოხარშული კარტოფილი. შაბათ-კვირას - მოხარშული ბრინჯი. წიწიბურასთვის უკვე აღარ არის საკმარისი. მაგრამ უკვე ესეც კი არის საკვების ხარისხის გრანდიოზული გაუმჯობესება", - წერს ნავალნი.
თუმცა, სადამსჯელო საკანში, სადაც ნავალნი გასული წლის აგვისტოდან 13-ჯერ იყო დაპატიმრებული, ფასიანი საკვების მიღება შეუძლებელია. მანამდე, პოლიტიკოსის თქმით, მას სადამსჯელო საკანში გატარებული დღეების თანხას უბრუნებდნენ. ახლა კი სადამსჯელო საკანში ვინცაა, იმათ საკვები მაინც უნდა მიიღონ, მაგრამ მას მათ არ აძლევენ, უბრალოდ აჩვენებენ და ყრიან ვადის გასვლის გამო.
"ეს ასე გამოიყურება. კარი იღება. იქ დგას პოლიციელი შეკვრით: "ნავალნი, მიიღეთ ნაყიდი პროდუქტები. მაშ ასე, მოხარშული კვერცხი, მოაწერეთ ხელი. ვაგდებთ, ვადაგასულია. ნახეთ, კიდევ კარტოფილი გაქვთ და ბრინჯი. უტილიზაციას ვუკეთებთ. ო! ფუნთუშა გაქვთ? სადღესასწაულოდ იყიდეთ? მდიდრულად ცხოვრობთ. ხელი მოაწერეთ ფუნთუშის მიღებას და აქ მის განადგურებას. მალფუჭებადი პროდუქტია!" - ჰყვება ნავალნი.
წესების გამკაცრებას ნავალნი უკავშირებს მისი გუნდის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებას, რომ კოლონია, სადაც ის იმყოფება, გაბერილ ფასებში ყიდულობს სურსათს.