პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ვაკის პარკის საქმეზე დაკავებული 11-ვე პირი პატიმრობაში რჩება. დღეს საქალაქო სასამართლოში თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, გიგა გიგაშვილის და ერთ-ერთი კერძო კომპანიის, "მშენებლობა, ექსპერტიზა, დიზაინის" ექსპერტის წინასასამართლო სხდომა გაიმართა. მათი საქმე დანარჩენი 9 ბრალდებულისგან ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი.
მოსამართლემ პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. დღესვე დამტკიცდა გამოსაკითხ მოწმეთა სია და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელსაც შემდგომ ეტაპზე განიხილავენ.
მერიის ყოფილ ჩინოსანს სამსახურებრივ გულგრილობას, ხოლო ექსპერტს დოკუმენტების გაყალბებას ედავებიან.