საგამოძიებო სამსახურმა ოთხი პირი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცა

daakaves

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება - გამოყენებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, 4 პირი დააკავეს. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენებისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მოტყუებით, სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში ოთხი პირი მიეცა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 2019-2021 წლებში, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, დაამზადეს და გამოიყენეს საქონლის ფიქტიური მიწოდების ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რა გზითაც შეიქმნეს 270 000 ლარზე მეტი ოდენობის ყალბი აქტივი, რომელიც შემდგომში გამოიყენეს ბიუჯეტის მიმართ არსებული ვალდებულებების დასაფარად.

ბრალდებულებმა, ამავე კომპანიების საგადასახადო შემოწმებასთან დაკავშირებით, მოსალოდნელი დარიცხვებისაგან თავის არიდების მიზნით, აღურიცხავ საქონელზე დაამზადეს და მაკონტროლებელ ორგანოს წარუდგინეს საქონლის შეძენის დამადასტურებელი ყალბი შესყიდვის აქტები", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 185-ე მუხლებით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.