პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი დააკავეს. მას ყაჩაღობისა და ქურდობის 13 საქმეზე ედება ბრალი. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
1974 წელს დაბადებული ქართველი ქალი მეტსახელად „ობობა“ 26 ივნისს დააკავეს. გამოცემა წერს, რომ ქალმა ბერძენ მოხუცებს საძილე აბები, კერძოდ, ნარკოტიკული ნივთიერებები მისცა და შემდეგ ძარცვავდა. ის უშუალოდ ძარცვის დროს დააკავეს.
პროკურატურის ცნობით, „ობობას“ მონაწილეობით ამ დროისთვის გახსნილია ყაჩაღობის 9 და ქურდობის 4 საქმე. უწყება მის ფოტოსურათებს აქვეყნებს და მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.