აშშ-ში სკოლაში სროლა იყო - დაჭრილია 4 პირი

აშშ

აშშ-ში, დალასში, Wilmer-Hutchins-ის საშუალო სკოლაში სროლა იყო, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიჭრა. ინფორმაციას cbsnews-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, 3 დაჭრილის ასაკი 15-დან 18 წლამდეა, ხოლო მეოთხე დაშავებულის შესახებ ინფორმაცია უცნობია. დაშავებულებს ცეცხლნასროლი ჭრილობები აქვთ, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ისინი საავადმყოფოში იმყოფებიან.

პოლიცია სკოლის მოსწავლეს ეძებს, რომელმაც სავარაუდოდ ცეცხლი გახსნა. სამართალდამცველების ინფორმაციით, მისი ვინაობა იდენტიფიცირებულია, თუმცა ჯერჯერობით არ საჯაროვდება.

სკოლაში სასწავლო პროცესი კვირის ბოლომდე შეწყდა.