VIDEO: "...დაიწყო კივილი და ფორთხვით ჩავიდა დაღმართზე" - სასწაული, რომელსაც ზოვრეთის მონასტერში ბექა ჩხაიძე შეესწრო

mam ioane

რუსთავი2-ის ერთ-ერთ გადაცემაში, მომღერალმა ბექა ჩხაიძემ ხილულ და უხილავ სასწაულებზე ისაუბრა, რომელიც თავს გადახდა.

ჩემი ოჯახის წევრი,  ჩემი მეორე დედაა რუის ურბნისში, ერთ-ერთი წინამძღვარია ორთუბნის დედათა მონასტერში.

იქვე მთაზე არის ზოვრეთის მონასტერი. დედაოსთან ვიყავი, ვეხმარებოდით და მამა იოანე ჩამოვიდა იქ. ტრაპეზს უმზადებდნენ დედები. მე მეორე დღეს მოვდიოდი თბილისში.

-მამაო, გაიცანით ეს ჩემი შვილიაო - დედაომ უთხრა.

ჩამეხუტა თბილად. მერე მიყურა მიყურა... მე არ მითქვამს არაფერი, რომ თბილისში მივდიოდი.

- ხვალ არ წახვიდე თბილიოსშიო, მითხრა.

გულში გავიფიქრე, ნეტა რა უნდა, საქმე მაქვს ჩემი.

- ერთი, ორი დღე მაინც დარჩი

-ვერა მამაო, საქმე მაქვს-მეთქი. კარგი მაშინო.

წამოვედი თბილისში და მეორე დღეს დამიჭირეს. ამოვყევი თავი ციხეში...

კიდევ ერთი სასწაული რომელიც მამა იოანეს უკავშირდება

ორი დღის ნაქეიფარები, მესამე დღეს ისევ საქიფოდ წასვლას ვგეგვდით, ამ დროს მირეკავს მამა იოანე და მეუბნება - „სადაც ხარ, მაგ ადგილს გამოეცალეო“

ბიჭებს ვუთხარი: მოდი გადავდოთ წასვლა. ძალიან ძლიერია, ხილვა აქვს და არ გვინდა-მეთქი .

კაი რა, რა მამაოო, მითხრეს. ერთმა დამიჯერა. კაი მაშინ ჩვენ ჩამოვალთ-მეთქი და დანარჩენები წავიდნენ. 20 წუთში დაგვირეკეს, საშინელ ავარიაში მოხვდნენ.

იყო ასეთი შემთხვევა, როცა ამ მონასტერში ტურისტები იყვნენ ამოსულები. ერთმა ქალმა მამა იოანე იკითხა. მამა იოანე იქ არ იყო. დაურეკეს, ვიღაც ქალი გკითხულობთო. მამა იოანემ უპასუხა - არავინ არ გაეკაროთ, ამოვალ 20 წუთშიო. ამოვიდა, მანქანიდან გადმოვიდა, სწრაფი ნაბიჯებით ამ ქალისკენ გადმოვიდა და წვდა უკან თმებში და თმიდან ამოუღო გალესილი წვრილი ხანჯალი. გადასახა პირჯვარი და უცებ ისეთი არამქვეყნიური ხმით დაიწყო კივილი ამ ქალმა, რომ ოთხზე დავარდა და ფორთხვით ჩავიდა დაღმართზე. 

- მამაო, იცნობდით-მეთქი?

- არა , რა ვიცნობდი. მანქანა რომ მოვაყენე, დავინახე თავზე იმხელა ბოროტი ედგა, რომ შეპყრობილი იყოო. ვინც არ უნდა მისულიყავით, ყველას დაჭრიდაო.