რუსლან გეგეჭკორს, იგივე „შლაპა უმცორსს“ გეპეიში სწავლის გამო შესაძლოა სტატუსი ჩამოართვან

ქურდი

კრიმინალურ წრეებში განხილვის თემად იქცა ე.წ. “კანონიერი ქურდის“ რუსლან გეგეჭკორის წარსული.

როგორც გამოცემა “პრაიმ კრაიმი“ წერს, ქურდად მონათვლის დროს გეგჭკორმა დამალა, რომ 2003 წლის 5 აგვისტოს ჩაირიცხა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საინჟინრო ეკონომიკის, მედია ტექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, 2005 წლის 17 მარტს კი სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო.

ამის მტკიცებულებათ მოჰყავთ სტუდბილეთიც, რომელიც რუსლან გეგეჭკორის მიერ უნივერსიტეტში სწავლას ადასტურებს. ცნობილია, რომ ქურდულ სამყაროში დამკვიდრებული წესებით, ე.წ. “კანონიერი ქურდი“ არც უმაღლეს სასწავლებელში უნდა სწავლობდეს და არც სამხედრო სამსახურში მსახურობდეს.

რუსული გამოცემა წერს, რომ 2014 წელს ე.წ. ქურდული კორონაციის დროს გეგეჭკორმა ეს ინფორმაცია დამალა, ისევე როგორც მისმა მამამ, ასევე “კანონიერმა ქურდმა“ როლანდ გეგეჭკორმა (შლაპა).