სიახლე პენსიონერებისთვის, რომელიც 2025 წლიდან ამოქმედდება
1731785166
ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ლევან ასლანიშვილი მის ყოფილ მეუღლეს ბავშვთა პროსტიტუციაში ჩართვაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ასლანიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
„ვაღიარებ, მაგრამ უმიზეზოდ არ მოხმდარა და სიზმარი არ მინახავს. ამ ქალბატონს წლების წინ გავუხსენი მეილი. ეჭვის საფუძველი მომეცა, ის დარეგისტრირდა „ფეისბუკზე", მეილზე შევედი, „ფეისბუკზე“ გადავედი და ვხედავ, დღეში 50 კაცთან უხამს და უცენზურო მიმოწერას... ღამე წავიკითხე მესიჯები და თვალები შუბლზე ამივიდა. თუ ჩემი სიმართლე არ დადგინდა, ათი სამუდამო მომისაჯეთ”, - განაცხადა ასლანიშვილმა.
ყოფილი მეუღლის, თამარ ჭეიშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ ლევან ასლანიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ასლანიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ პრიმა“, ,,ვ’’ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 11 პრიმა 381 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.