„რამდენიმე თვე ყოფილ მეუღლეს და მის შვილებს უკანონოდ უსმენდა...“ - კაცს ბრალდება წარედგინა

 პროკურატურამ ქორწინების იძულების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურის განცხადებით, ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ ბინაში მოსასმენი აპარატურის დამონტაჟების და საუბრების მიყურადების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაზარალებულმა ქალმა მიმართა.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის დეკემბერში ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ყოფილი მეუღლის და სახლში არსებული ვითარების გაკონტროლების მიზნით, დაზარალებულის საცხორებელ ბინაში ფარული მისაყურადებელი მოწყობილობა დაამონტაჟა, რომლის გამოყენებითაც რამდენიმე თვის განმავლობაში ყოფილ მეუღლეს და მის შვილებს უკანონოდ უსმენდა“, - წერია უწყების განცხადებაში. 

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით (კერძო საუბრის უნებართვო მიყურადება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა აცხადებს, რომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ასევე დაგაინტერესებთ:

VIDEO: „ამ დღის სიმბოლო ობობაა, არსებობს მოწამვლის საშიშროება...“ - პირველი დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

VIDEO: „ეს ბიჭი ჩამივარდა მუხლებში და ატეხა ღრიალი...“ - მამა შალვა კეკელიას ნაამბობი, რომელიც შეგძრავთ

ვინ არის ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა დაჭრა - საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის დეტალები