ნეკა დოროყაშვილი

ტაბლოიდი 1787770105

„მე ვარ ქალი, რომლის შემდეგაც სხვას ვეღარავის ამჩნევენ“ - ნეკა დოროყაშვილის ცეცხლოვანი ფოტოსესია

მოდელი ნეკა დოროყაშვილი სოციალურ ქსელ ინსტაგრამში ფოტოსესიიდან კადრებს აქვეყნებს. ახალმა ფოტოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.„მე არ ვარ ქალი, რომელსაც უბრალოდ უყურებენ. მე ვარ ქალი, რომლის შემდეგაც სხვას ვეღარავის ამჩნევენ“, – წერს ნეკა დოროყაშვილი.           View this post on Instagram                       A post shared by Neli Dorokashvili (@nekadorokashvili)

mama gabrieli

საზოგადოება 1787727900

როგორ გამოვიყენოთ მამა გაბრიელის ზეთი, რომელსაც უამრავ სასწაულს უკავშირებენ

მამა გაბრიელის ზეთს მორწმუნეები არაერთ სასწაულებრივ შემთხვევას უკავშირებენ. მორწმუნეთა მონათხრობებში არაერთხელ გვხვდება ისტორიები, რომლებშიც ზეთის გამოყენებას ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და სხვადასხვა განსაცდელის დაძლევას უკავშირებენ.„მე კვანძოვანი ჩიყვი გამიქრა მამა გაბრიელის ზეთის მოხმარების შედეგად, ექიმმა რომ გადამიღო კონტროლზე, გაოცდა. წინა ექოსკოპიის სურათი რომ არ მქონდეს, ვერ დავიჯერებდი, რომ ეს შენ ხარო“. „ჩემს შვილს, 7 წლის იყო, ჩაეშალა ბარძაყის თავი (პერტესის დაავადება ჰქვია) სამი თვე მუდმივად იდგა ხატების წინ, მამაო ჩვენოს ამბობდა და რწმენით ისვამდა ზეთს, მადლობა უფალს და მამა გაბრიელის მადლს, გადარჩა კოჭლებას, აღუდგა თავი და დღეს გამართულად დადის“„ყველაფერი რწმენით უნდა მიიღოთ. მე თვალის კისტა მომირჩინა“„კვანძოვანი ჩიყვი გამიქრო“„ჩემი დისშვილი კომაში იყო. ექიმები ერთ პროცენტსაც არ გვაძლევდნენ იმედს. ვაცხეთ მამა გაბრიელის ზეთი, თავქვეშ დავუდეთ მისი წმინდა საფლავიდან აღებული მიწა. მისთვის დილამდე ილოცა ჩემმა ძმისშვილმა, რომელიც მაშინ ბერი იყო. მეორე დილის ათ საათზე გონზე მოვიდა და წყალი ითხოვა. დიდება უფალს. დიდება მამა გაბრიელს. ბიჭი გადარჩა“ - წერენ სოციალურ ქსელში. როგორ გამოვიყენოთ მამა გაბრიელის ზეთი:ზეთის მოხმარებამდე ამბობთ ლოცვას „მამაო ჩვენო“. შემდეგ მარჯვენა ხელის ნეკა თითს ჩააწებთ ზეთში და წაისვამთ შუბლზე - ჯვრის სახით, ისე როგორც პირჯვარის გადაწერის წესია: ზემოდან ქვემოთ და მარჯვნიდან მარცხნივ (აღნიშნული ქმედება იცავს გონებას ბოროტისაგან).შემდეგ, შეგიძლიათ წაისვათ ჯვრის სახით მტკივნეულ ადგილზე. შინაგანი სნეულების შემთხვევაში კი დილაობით ნახევარი ჩაის კოვზი დღეში ორ-სამჯერ. ზეთის გამოყენება შეიძლება გამზადებულ საჭმელში, უშუალოდ თეფშზე გადმოღების შემდეგ - ნახევარ ჩაის კოვზამდე მოსხმის სახით.აღნიშნულ ზეთში რაიმეს მოხარშვა ან შეწვა დაუშვებელია, აგრეთვე დაუშვებელია ზეთის გამრავალება სხვა ზეთის დამატებით. შესაძლებელია ზეთის გაყოფა და მისი განაწილება ვისთვისაც გენებოთ.P.S. დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ მონაზონ პარასკევას მცხეთის დედათა მონასტერში. მასთან ასევე ინახება გაბრიელ ბერის უხრწნელი სისხლი, რომელსაც ავადმყოფები ეამბორებიან.წიგნიდან: „ღვთაებრივი სასწაულები და კურნებები“ (მადლიერი ერისგან), I-II ნაწილიგამოცემის ავტორი: ოთარ ნიკოლაიშვილი, თბილისი, 2002-2003 წ.

უკრაინის გენშტაბ

მსოფლიო 1787226060

უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე ობიექტზე დარტყმები განხორციელდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე ობიექტზე დარტყმები განხორციელდა.როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აცხადებენ, კერძოდ, დაზიანდა თათარეთში, ნიჟნეკამსკში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „ტანეკო“.უკრაინელი სამხედროების განცხადებით, ობიექტზე დარტყმას საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი მოჰყვა.თათრეთის ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ დრონების თავდასხმის შედეგად „ზაკამსკის ზონის სამრეწველო კლასტერის“ მუშაობა შეფერხდა და არიან დაშავებულები. სხვა დეტალები არ ვრცელდება.გარდა ამისა, უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, დარტყმა განხორციელდა კრასნოდარის მხარეში მდებარე ნავთობის ტერმინალ „ტამანნეფტეგაზზეც“. მათივე განცხადებით, ტამანის გადატვირთვის კომპლექსის სიმძლავრეები წელიწადში 19,9 მილიონ ტონამდე ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და თხევადი ნახშირწყალბადების გაზის გადატვირთვის შესაძლებლობას იძლევა.კრასნოდარის მხარის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს, რომ თემრიუკის რაიონის დასახლებულ პუნქტ ვოლნაში საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. უწყების ცნობით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

prokuratura

სამართალი 1784740251

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, შენახვის და გამოყენების ფაქტებზე ბრალდებულს სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, - ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.„რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, შენახვის და გამოყენების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, დაამზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, რაც თითქოს ბელორუსის რესპუბლიკაში იყო გაცემული. აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე დაზარალებული ბრალდებულს უფლებას აძლევდა, განეკარგა და მათ შორის, მესამე პირზე გაესხვისებინა, მიწის ნაკვეთი. ზემოაღნიშნული მინდობილობის საფუძველზე, ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ 10700.00 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რითაც დაზარალებულს 374 500 ლარის, დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიადგა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ნეკა დოროყაშვილი

ტაბლოიდი 1783023547

„ნიკას, როგორც ქალი, ყველაზე მეტად ვუყვარდი...“ - რას წერს ნეკა დოროყაშვილი ყოფილ ქმარზე

ნეკა დოროყაშვილი სოციალურ ქსელში ნიკოლოზ ბასილაშვილთან ურთიერთობას იხსენებს და წერს, რომ წლების შემდეგ მომხდარს განსხვავებული თვალით აფასებს. მისი თქმით, ბასილაშვილი იყო ადამიანი, რომელსაც ის ყველაზე მეტად უყვარდა, ხოლო თავადაც სწორედ ის შეიყვარა მთელი გულით. „ნიკა იყო ადამიანი, რომელსაც როგორც ქალი, ყველაზე მეტად ვუყვარდი. როცა გადის წლები და სხვა თვალით ვუყურებ ყველაფერს, ვფიქრობ, რომ ის იყო ბიჭი, რომელიც მეც მთელი გულით შემიყვარდა,“ - წერს დოროყაშვილი.ნეკა დოროყაშვილსა და ნიკოლოზ ბასილაშვილს შორის ურთიერთობა რამდენიმე წლის წინ დასრულდა, რასაც მოგვიანებით სასამართლო დავა და საზოგადოების ფართო გამოხმაურება მოჰყვა. საქმე ეხებოდა ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებულ ბრალდებებსა და სამართლებრივ პროცესებს, რომელიც ქართულ მედიაში ერთ-ერთ ყველაზე განხილვად თემად იქცა. საბოლოოდ, სასამართლო განხილვების შემდეგ მხარეებს შორის სამართლებრივი პროცესი დასრულდა და როგორც მოგვიანებით ნეკამ განაცხადა, ყოფილ ქმართან მეგობრული ურთიერთობა აღადგინა.

ფენ-შუი

ასტროლოგია 1781680020

„ამ თითზე ბეჭედი სიყვარულის ენერგიებს ააქტიურებს...“ - ფენ-შუის სპეციალისტი

ფენ-შუის სპეციალისტი ეკა კვარაცხელია გადაცემაში "შუადღე" საუბრობს, რომელ თითზე უნდა გაიკეთონ ადამიანებმა ბეჭედი, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, თუ სურთ, რომ სასიყვარულო ენერგიები გაააქტიურონ:- ცნობილია ის ფაქტი, რომ არათითზე ქორწინების ბეჭედს ვიკეთებთ. მაგრამ, ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის არსებობს ხელზე ის თითი, რომელიც სიყვარულის ენერგიის გააქტიურებაში გვეხმარება.თუ თქვენ გველის, დრაკონის, კურდღლისა და ვეფხვის წელს დაიბადეთ და ქორწინების ბეჭედი არათითზე გიკეთიათ, გსურთ, რომ სიყვარული მოიზიდოთ და ურთიერთობებში მეტი ჰარმონია შეიტანოთ, გირჩევთ, რომ ერთი ბეჭედი საჩვენებელ თითზეც დაიმატოთ. ეს თქვენს ენერგიას კიდევ უფრო მეტად გაააქტიურებს. გველების, დრაკონების, კურდღლებისა და ვეფხვების სიყვარულის ენერგეტიკული ცენტრი საჩვენებელ თითზე მდებარეობს. თუ თქვენ ცხენისა და ხარის წელს ხართ დაბადებული, მაშინ აუცილებელია, ბეჭედი შუა თითზე გეკეთოთ. გარდა იმისა, რომ არათითზე გიკეთიათ, შუა თითზეც აუცილებლად გაიკეთეთ.თუ თქვენ თხისა და ვირთხის წელს ხართ დაბადებული, მაშინ თქვენი სასიყვარულო ცენტრი ხელის მტევანზე გახლავთ არათითი, რომელზეც შეგიძლიათ, ბეჭედი გაიკეთოთ.თუ თქვენ მაიმუნის, მამლის, ძაღლისა და ტახის წელს ხართ დაბადებული, მაშინ თქვენი სასიყვარულო ცენტრი ნეკა თითზე მდებარეობს და აუცილებლად ნეკა თითზეც დაიმატეთ პატარა ბეჭედი.თუ თქვენ ამას ხშირად გააკეთებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ სასიყვარულო ენერგიას გაააქტიურებთ.

ნეკა დოროყაშვილი

ტაბლოიდი 1781601663

„ისინი ელოდნენ, რომ მე გავქრებოდი…“ – ნეკა დოროყაშვილი

ნეკა დოროყაშვილი ახალ ალბომს აანონსებს და სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოსესიას, რომელიც ამ ალბომის მხარდასაჭერად გადაიღო.ნეკა წერს, რომ მისგან გაქრობას ელოდებოდნენ, მაგრამ ის სიახლით ბრუნდება:„ალბომამდე და სცენამდე… იყო ქალი, რომელმაც ისწავლა, როგორ უნდა დარჩეს საკუთარ თავად. ისინი ელოდნენ, რომ მე გავქრებოდი. ამის მაგივრად კი მე ხელოვნებად ვიქეცი. ჩემი სახელია ნეკა. დანარჩენი ამბავია…“, – წერს მოდელი.           View this post on Instagram                       A post shared by Neli Dorokashvili (@nekadorokashvili)

neka doroyaSvili

საზოგადოება 1779912857

„დღეს გავიგე...“ - ნეკა დოროყაშვილი მიმართვას ავრცელებს

ნეკა დოროყაშვილმა ცოტა ხნის წინ საკუთარი მუსიკალური კლიპი გამოუშვა და დააანონსა, რომ კიდევ ერთ კლიპზე მუშაობს, რომელსაც ივნისში გამოუშვებს.ნეკა დოროყაშვილი ხშირად აკეთებს ხმაურიან განცხადებებსაც, საუბრობს ურთიერთობებსა და საკუთარ წარსულზე. ამჯერად კი მასზე გავრცელებული ხმების შესახებ წერს:„დღეს გავიგე, რომ თურმე უკვე ოჯახებს ვანგრევ და რუსი ოლიგარქია ჩემი საყვარელი. კალაძის ვიდეო გავაზიარე და ნაცებმა დამაბრალეს, რომ მათი დაქირავებული აგენტი ვარ“. 

ნეკა

ტაბლოიდი 1779690013

„დღეს სხეულს და სიშიშვლეს ტვინის გარეშე 0 აქვს ფასი, აღარ იყიდება გოგოებო გაითვალისწინეთ“ – რა კადრებს ავრცელებს ნეკა დოროყაშვილი

მოდელი ნეკა დოროყაშვილი საკუთარ „ინსტაგრამ“ გვერდზე მორიგი ფოტოსესიიდან კადრებს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ დღევანდელ რეალობაში მხოლოდ გარეგნული სილამაზე კარგავს ღირებულებას და წინა პლანზე ინდივიდუალური ნიჭის რეალიზება იწევს.„მოკლედ დღეს სხეულს და სიშიშვლეს ტვინის გარეშე 0 აქვს ფასი, აღარ იყიდება გოგოებო გაითვალისწინეთ“„და დღეს შეგიძლია კარგად გაყიდო ტალანტი… დღეს, როდესაც ხელოვნურმა ინტელექტმა წალეკა მთელი მსოფლიო. ძალიან ცოტა დრო დარჩა ადამიანების გადაშენებამდე და დღეს მარტო სილამაზე უკვე ყველას კიდია, რადგან ბევრმა გაიკეთა ისეთი ოპერაციები რომ ყველა მეორე გოგონა მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტით საკუთარ შექმნილი აი ვერსიასავით აი თოჯინს დაემსგავსნენ…“

ნეკა დოროყაშვილი

ტაბლოიდი 1779572894

„დღეს სხეულს და სიშიშვლეს ტვინის გარეშე 0 აქვს ფასი, აღარ იყიდება გოგოებო...“ - ნეკა დოროყაშვილი

ნეკა დოროყაშვილი სოციალურ ქსელში წერს:მოკლედ დღეს სხეულს და სიშიშვლეს ტვინის გარეშე 0 აქვს ფასი, აღარ იყიდება გოგოებო გაითვალისწინეთ. და დღეს შეგიძლია კარგად გაყიდო ტალანტი. დღეს, როდესაც ხელოვნურმა ინტელექტმა წალეკა მთელი მსოფლიო. ძალიან ცოტა დრო დარჩა ადამიანების გადაშენებამდე და დღეს მარტო სილამაზე ყველას კიდია...“

ნეკა დოროყაშვილი

ტაბლოიდი 1776538612

„მე ბევრი ფული მაქვს და ვაპირებ, რაც მაქვს, ამაზე ასჯერ მეტი ვიშოვო ჩემი ნიჭით და ტალანტით...“ - ნეკა დოროყაშვილი

მოდელი და ინფლუენსერი ნეკა დოროყაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ამბობს რომ ბოლო დროს ხშირად უსვამენ კითხვას, თუ რატომ არ ჰყავს მილიარდერი შეყვარებული.„ძალიან ბევრი ნაცნობი მეუბნება ბოლო დროს, ვაიმე ნეკ, ვინმე ძალიან მდიდარ კაცთან რატომ არ ხარ, ვინმე მილიარდერთან, რომ ყველაფერი გაგიკეთოს და შენი საფიქრალი არაფერი იყოს, გაიმარტივე ცხოვრებაო. ჯერ ერთი, ვგავარ ქალს, რომელსაც რჩევა სჭირდება? გკითხათ თქვენ ვინმემ რჩევა? მეორე, მე საკმაოდ ბევრი ფული მაქვს, იმდენი, რომ ერთად რომ შეკრიბო ბევრი ქართველი კაცი არ ჰქონდეს და საკმაოდ ბევრი ქონება მაქვს. ვაპირებ, რაც მაქვს, ამაზე ასჯერ მეტი ვიშოვო ჩემი ნიჭით და ტალანტით და უნარებით და ა.შ.მეორე მყავს არაჩვეულებრივი შეყვარებული, არაფერს არ ვუჩივივით საერთოდ, ვართ ბედნიერად ლაღად და მშვიდად. არ გვაქვს არანაირი საჭიროება, რომ დაგვემატოს მესამე, ვინმე მდიდარი მოხუცებული. თუ თქვენ გინდათ, მონობა და ასე ცხოვრება შეგიძლიათ თქვენ ასე იცხოვროთ, თუმცა გულწრფელად მეცოდებით ასეთი ადამიანები“, - ამბობს ნეკა დოროყაშვილი.

ქირომანტია

რჩევები 1773257880

„იღბლიანი ხელი“ - ხაზები, რომელიც ბედნიერებასა და სიმდიდრეს აღნიშნავს

ქირომანტია ხელისგულის ხაზების წაკითხვის უძველესი ხელოვნებაა, რომელიც ადამიანის მიდრეკილებებს, ცხოვრებისეულ გზას და ფინანსური წარმატების პოტენციალსაც კი ავლენს. ითვლება, რომ არსებობს განსაკუთრებული ხელისგულის ხაზები, რომლებიც იღბალსა და მატერიალურ კეთილდღეობაზე მიუთითებს. ეს ნიშნებია სამკუთხედები, კვადრატები და სპეციფიკური ხაზები, რომლებიც ქირომანტიაში წარმატების ენერგიასთან ასოცირდება.რა არის „იღბლიანი ხელი“?ქირომანტები ხელისგულს იღბლიანად მიიჩნევენ, თუ ხაზები მკაფიო, თანაბარი და მრავალრიცხოვანი წყვეტების გარეშეა. რაც უფრო მკაფიო და მოწესრიგებულია ხაზები ხელისგულზე, მით უფრო ჰარმონიულად ითვლება ადამიანის ენერგია. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გარკვეული ნიმუშების არსებობა, არამედ მათი ხარისხიც - ხაზების სიღრმე და ქაოსური ტოტებისა და დამახინჯებების არარსებობა. იღბლის სამკუთხედი - მაჰა ტრიგლუსიერთ-ერთი მთავარი მარკერი არის დიდი სამკუთხედი, რომელიც წარმოიქმნება სიცოცხლის, ბედისწერისა და თავის ხაზების ურთიერთქმედებით. თუ ბედისწერის ხაზი სიცოცხლის ხაზიდან ვრცელდება და თავის ხაზიც ამ სტრუქტურასთანაა დაკავშირებული, წარმოიქმნება ფიგურა, რომელსაც მაჰა ტრიგლუსი ეწოდება.რაც უფრო გლუვი და გამოკვეთილია ამ სამკუთხედის გვერდები, მით უფრო ძლიერია მისი მნიშვნელობა. წყვეტებისა და დამატებითი „მეორეხარისხოვანი“ ხაზების არარსებობა სტაბილურობისა და წარმატების პოტენციალის ნიშნად განიმარტება.წარმატების კვადრატი - მაჰა კვადრუსიკიდევ ერთი მნიშვნელოვანი მარკერია მაჰა კვადუსი, ანუ დიდი კვადრატი. იგი წარმოიქმნება თავის, სიცოცხლისა და ბედისწერის ხაზებით, რომლებიც ქმნიან მკაფიო გეომეტრიულ ფიგურას.ბედისწერის ხაზსა და სიცოცხლის ხაზს შორის სივრცე ქმნის „კვადრატის კიდეს“. ქირომანტები თვლიან, რომ რაც უფრო მკაფიო და გლუვია ეს ხაზი, მით უფრო მეტია წარმატებული და სტაბილური ცხოვრების შანსი. ეს ნიშანი შეიძლება მიუთითებდეს შინაგან სტაბილურობასა და მიზნების მიღწევის უნარზე. შივას სამკაპი - ძლიერი ბედისწერის სიმბოლოქირომანტიაში არსებობს სპეციალური ნიშანი, რომელიც სამკაპს წააგავს - შივას სამკაპი. ის სამი ხაზისგან შედგება:ბედისწერის ხაზი, რომელიც მიმართულია შუა თითისკენ;მზის ხაზი, რომელიც არათითისკენ მიემართება;მერკურის ხაზი, რომელიც ნეკა თითისკენ მიდის.განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მზის ხაზს. თუ ის გრძელი და მკაფიოა, ეს შეიძლება მიუთითებდეს ადამიანის მიდრეკილებაზე წარმატების, დიდებისა და მატერიალური სიმდიდრისკენ. მოკლე ხაზი არ ითვლება ცუდ ნიშნად - მისი არსებობა უკვე მიუთითებს თვითრეალიზაციის პოტენციალზე.მზის ხაზი - დიდებისა და წარმატებისკენ მიმავალი გზამზის ხაზი, ანუ აპოლონის ხაზი, ხშირად ასოცირდება შემოქმედებით და საზოგადოებრივ პროფესიებთან. გამოკვეთილი ხაზის მქონე პირებს შეიძლება ჰქონდეთ მიდრეკილება ხელოვნების, სოციალური აქტივობებისა და პროფესიებისკენ, სადაც პოპულარობა მნიშვნელოვანია.თუ მზის ხაზი ამოდის და ნეკა თითისკენ მიუთითებს, ეს განიმარტება, როგორც ფინანსური კეთილდღეობის ნიშანი. რა თქმა უნდა, ქირომანტია არ იძლევა გარანტიებს, მაგრამ ის ითვლება მინიშნებად შესაძლო ცხოვრებისეული პერსპექტივების შესახებ.