დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ, ნეკა დოროყაშვილმა „მხოლოდ ლელასთან“ შეხვედრის დეტალები და შეყვარებულობის პერიოდი გაიხსენა.
„გავიცანი ბიჭი, რომელიც პირველად დგამდა ნაბიჯებს კარიერაში და უნდოდა წარმატებული ყოფილიყო. ძალიან მალე მოხდა ყველაფერი. ის ძირითადად ტურნირებზე დადიოდა და ჩვენი კომუნიკაცია ონლაინ, სკაიპით შემოიფარგლებოდა.
მაშინ უნივერსიტეტში ვსწავლობდი. პერიოდულად საქართველოში ჩამოდიოდა. კაფეში ვხვდებოდით ერთმანეთს და ბევრს ვსაუბრობდით. თავის გეგმებზე მესაუბრებოდა, უნდოდა წარმატებული ჩოგბურთელი ყოფილიყო.
სიმართლე გითხრათ, მასზე ბევრი ინფორმაცია არ მქონდა. ვიცოდი ის, რასაც თვითონ მიყვებოდა. ფაქტობრივად, არც მის ოჯახის წევრებზე მქონდა ინფორმაცია ახლანდელი გადმოსახედით, საერთოდ არ ვიცოდი რა ხდებოდა, ვის მივყვებოდი, უბრალოდ შემიყვარდა.
მაშინ დაახლოებით, 19 წლის ასაკში ვიყავით. ერთი მეოცნებე ბიჭი და ერთი მეოცნებე გოგონა შეხვდნენ და შეუყვარდათ ერთმანეთი. წელიწად-ნახევარში გადავწყვიტეთ დაქორწინება”, – იხსენებს ნეკა დოროყაშვილი.