„წაგებას არ ვიმსახურებდი, ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები...“ - უმარ ნურმაგომედოვი
1737274450
თბილისის საქალაქო სასამართლოში 22 წლის ნიკა კვარაცხელიას განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულების, გიორგი კავილაძისა და აკო ჭელიძის სასამართლო პროცესი გაიმართა.
დღევანდელ სხდომაზე ის მოწმეები დაიკიდთხნენ, რომლებმაც ბრალდებულებს ავტომობილი მიაქირავეს. ლელა კორახაშვილის ჩვენების მიხედვით, ავტომანქანის დათვალიერებისას დაკავებულების პირადი ნივთები იპოვეს. კერძოდ, ორი წყვილი ბოტასი, სწრაფი კვებიდან გამოძახებული საკვები, ქუდი და ა.შ.
„მოწმეებმა დაადასტურეს, თუ როგორ მიაქირავეს ავტომობილი ბრალდებულებს, დაადასტურეს მათი ვინაობა, სასამართლოს სხდომის დარბაზში ამოიცნეს ერთ-ერთი ბრალდებული და მიუთითეს მასზე, რომ მან იქირავა ავტომობილი.
ასევე მათ პირად ტელეფონში არსებული „ჯიპიარეს" მონაცემების დემონსტრირება, რომლის მიხედვითაც დადასტურდა, რა მარშრუტით და მიმართულებებით გადაადგილდებოდნენ ბრალდებულები ნაქირავები ავტომობილით,“ - განაცხადა საქმის პროკურორმა, გია შაიშმელაშვილმა.
შეგახსენებთ, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს.