1733169705
შენ რომ მოედანზე ყოფილიყავი, საქართველო მაკედონიასთან თამაშს არ წააგებდა? - რას პასუხობს ხვიჩა კვარაცხელია
ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია საკუთარი ცხოვრების შესახებ საუბრობს და საკუთარი ცხოვრებიდან ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს იხსენებს.
ფეხბურთელი ამბობს, რომ მისთვის ყველაზე რთული დღეები მაშინ იყო, როდესაც მაკედონიასთან თამაშის დაწყების წინ უთხრეს, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა.
კითხვაზე, მოიგებდა თუ არა საქართველოს ნაკრები თამაშს იმ შემთხვევაში, თუ კვარაცხელია მოედანზე იქნებოდა, ფეხბურთელი პასუხობს:
„გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ მიფიქრია ამაზე, იმიტომ, რომ მაშინ ძალიან კარგ ფორმაში ვიყავი და ბევრის გაკეთება შემეძლო სტადიონზე. ასეთი თამაშის დროს შეიძლება ჩემი სხეულიდან ამოვსულიყავი და ყველაფერს დავდებდი მოედანზე“,- აღნიშნავს ხვიჩა კვარაცხელიამ გადაცემაში „ნოესთან“