რა სახის სასჯელი ემუქრება ვანდალიზმის ჩამდენ პირს - ალექსანდრე დარახველიძის განმარტება

ალექსანდრე დარახველიძე

დედაქალაქში ვანდალიზმის ფაქტებზე კანონი მკაცრდება. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით დედაქალაქის მერია საკანონმდებლო ორგანოს უახლოეს პერიოდში მიმართავს.

მერიის ცნობით, თბილისში ბოლო 2 წლის განმავლობაში ვანდალურად დაზიანების 5 000-მდე ფაქტი დაფიქსირდა, მისი პირვანდელი სახის აღდგენაში კი მუნიციპალიტეტი მილიონობით ლარს ხარჯავს.

აღნიშნულ საკითხზე დამატებითი განმარტებები გაკეთდა შინაგან საქმეთა სამინისტროში.  მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, თუ ადგილი ექნება ისეთი ტიპის ქონების დაზიანებას, რაც აღემატება 150 ლარს, ეს წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს პატიმრობას.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისის მერიასთან ერთად მნიშვნელოვნად გაამკაცრებს მიდგომას ქალაქის იერსახის დამახინჯებისა და ვანდალიზმის თითოეულ ფაქტთან მიმართებაში. სახელმწიფოს წინა პერიოდში ჰქონდა ერთგვარი ლოიალური მიდგომა მსგავსი ტიპის ქმედებებთან მიმართებაში, რამაც სახელმწიფოსთვის და კერძო მესაკუთრეებისთვის მილიონობით ლარის ზიანი გამოიწვია. შესაბამისად, მომდევნო პერიოდში გამკაცრდება ადმინისტრირება და აღსრულება თითოეული იმ სამართლებრივი ნორმის, რომელიც ითვალთვალება დასჯადობას იერსახის დამახინჯებისთვის, ასევე, ვანდალიზმისთვის. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი ადგილი ექნება ისეთი ტიპის ქონების დაზიანებას, რაც აღემატება 150 ლარს, ეს წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს პატიმრობას. შესაბამისად, პოლიცია ყველა მსგავს ქმედებაზე დაიწყებს გამოძიებას და დანაშაულის ჩამდენი პირები მიეცემიან სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში.