„ახალგაზრდა გოგოა გარდაცვლილი...“ - რა ხდება ამ წუთებში მეტროსადგურ „სამგორში“
1778790858
ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში, ომიანე ჯიქიას საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, სადაც ესებუა დააკავეს, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.
არსებული ინფორმაციით, ბრალდებულის აყვანის სპეცოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, ის კი დილით დააკავეს.
ესებუა ჯერ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში გადაიყვანეს, შემდეგ კი ქუთაისის საპატიმროში.
ბადრი ესებუას სახლის მიმდებარედ გადაადგილება ამ წუთებში აკრძალულია, პერიმეტრს სამართალდამცველები აკონტროლებენ.