დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ვარშავაში ოთხი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს. 35 კრიმინალური ავტორიტეტის შეკრების ინიციატორი, არსებული ინფორმაციით, მინდია გორაძე, იგივე „ლავასოღლი" იყო, მან მიმალვა მოახერხა, თუმცა სამართალდამცველებმა აიყვანეს მისი გარემოცვის 4 წევრი - ე.წ. ქურდები რამაზ ჯინჭარაძე, ალეკო პავლიაშვილი, სულხან თვალჭრელიძე და მამუკა კვიჟინაძე. ისინი არაერთ გახმაურებულ და მძიმე დანაშაულში ფიგურირებენ.
ვარშავაში დაგეგმილ ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქურდულ შეკრებაზე ორი დაპირისპირებული კლანის წარმომადგენელი პირები იყვნენ, ერთის მხრივ, მინდია გორაძის კლანის წევრები, მეორეს მხრივ, ავთო ტუღუშის, ე.წ. კანონიერი ქურდის მოკავშირეების. მთავარი საკითხი ამ ქურდულ შეკრებაზე ე.წ. ობშიაკის საკითხის განხილვა იყო.
სოციალურ ქსელში ვრცელდება მინდია გორაძის, იგივე ლავასოღლის, „მარჯვენა ხელის“, ლერი კორსანტიას ვიდეომიმართვა, რომელიც სასტიკადაა ნაცემი.
„ცხვირი გატეხილი, თავი ჩატეხილი, აქ დრენაჟი მაქვს ჩადებული. კისერში ამომწვარი მაქვს. გვერდებში დანა მაქვს გაყრილი. ვენები დამწვარი. თვალში კარდონით მწვავდნენ. მთლიანი ტანი მაქვს ასე,“ - ამბობს კორსანტია.
ვიდეოს ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე.