პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ჯენიფერ ენისტონი ყოფილ მეუღლეს, ბრედ პიტს სასამართლოში უჩივის. საჩივრის მიზეზია ის, რომ ბრედ პიტმა მათი ერთობლივი ბიზნესის გაყიდვა გადაწყვიტა, ყოფილი მეუღლე კი საქმის კურსში არ ჩაუყენებია. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
2000-იანი წლების დასაწყისში პიტმა და ენისტონმა კომპანია Plan B დააფუძნეს, რომელიც კინოს, სერიალებისა და სხვა პროექტების წარმოებით იყო დაკავებული. მსახიობების განქორწინების შემდეგ ფირმა პიტის მფლობელობაში გადავიდა, ენისტონს კი საჯაროდ კომპანიაში საკუთარი წილი არ მოუთხოვია.
მიუხედავად ამისა, როდესაც ენისტონმა გაიგო, რომ კომპანია იყიდება, მან გადაწყვიტა, ყოფილ მეუღლეს სასამართლოში უჩივლოს. არსებული ინფორმაციით, ენისტონი კომპენსაციის სახით 100 მილიონი დოლარის გადახდას ითხოვს.