ქირურგი ანესთეზიის ქვეშ მყოფ პაციენტებს აუპატიურებდა, შემდეგ კი არწმუნებდა, რომ ეს დაესიზმრათ - ექიმს 35 ქალი უჩივის (მოსკოვი)

ქირურგი

გახმაურებული შემთხვევა მოსკოვში მოხდა, რომელმაც მსოფლიო მედია აალაპარაკა. ცნობილ პლასტიკურ ქირურგს მძიმე დანაშაული ბრალდება.

კერძოდ, ექიმი პაციენტების სექსუალურ შევიწროებასა და გაუპატიურებაშია ბრალდებული. ქალები, რომლებიც მასთან ცხვირის, მკერდის ფორმის შესაცვლელად ან კიდევ სხვადასხვა პროცედურის ჩასატარებლად მიდიოდნენ, ჩივიან, რომ ექიმის მხრიდან შევიწროების მსხვერპლნი გახდნენ.

თავდაპირველად, შემთხვევების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ არ ვრცელდებოდა, თუმცა შემდეგ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ერთ-ერთი ქალი ჰყვება, რომ შევიწროების მსხვერპლი 8 წლის წინ გახდა, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც 2-3 თვის წინანდელ ამბავს იხსენებენ.

„ოპერაციის შემდეგ ექიმი პაციენტებთან პალატაში მარტო შედიოდა და კარს კეტავდა. ანესთეზიის გავლენით ქალები ვერ აცნობიერებდნენ, რა ხდებოდა და ვერც წინააღმდეგობას უწევდნენ. ხოლო, ვინც ამაზე ღიად დაიწყო საუბარი, ექიმმა თქვა, რომ მათ ეს უბრალოდ ნარკოზის გამო მოეჩვენათ“, - ამბობს უფლებადამცველი. განაგრძეთ კითხვა