დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ხმაურიან საქმესთან დაკავშირებით ტელეკომპანია „იმედთან“ პირველი კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, ის არ დაარღვევს მოსამართლისთვის მიცემულ პირობას და არ ისაუბრებს სისხლის სამართლის საქმის დეტალებზე.
ამასთან, როგორც ჩოგბურთელმა განაცხადა, იგი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
„მე დასაწყისშივე ვთქვი, რომ სხდომები უნდა ყოფილიყო დახურული, რადგან, ჩემი შვილის ინტერესები ყოფილიყო დაცული. ამით მოხდა მისი ინტერესების დარღვევა“, - განაცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკური ძალადობის 4 და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედება ბრალი.