ილია თოფურია მიმართვას ავრცელებს
1781454605
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1985 წელს დაბადებული ე.გ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე სხვადასხვა მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.
სამართალდამცველებმა ე.გ. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბათუმში დააკავეს. ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
ილია თოფურია მიმართვას ავრცელებს
1781454605
ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
1781502954