გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
სკანდალი გრძელდება. ამჯერად ინტერესის საგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილსა და მის ყოფილ მეუღლეს, ნეკა დოროყაშვილს შორის მედიაში გავრცელებული ჩანაწერი გახდა.
ჩანაწერების გასაჯაროების შემდეგ ნეკა დოროყაშვილს ქალების ნაწილმა მხარი დაიჭირა და მას სოლიდარობა გამოუცხადა.
ნეკამ გამომწერებს instagram-ზე მიმართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„უამრავი მესიჯი მივიღე პირადში. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ვცდილობ ყველას გიპასუხოთ. უდიდეს სითბოს ვგრძნობ თქვენგან, რაც მე მაძლიერებს.
ძალიან დიდი ტრაგედია გადავიტანე. ძალიან ბევრი წელი ვიტანჯებოდი, ძალიან კარგად ვიცი, რამდენი ქალია ჩვენს ქვეყანაში ასეთ მდგომარეობაში ახლა. ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ყველა ის ქალი, ბავშვი და გავუკვალოთ მომავალი მათ. მე მჯერა რომ ჩემს თავზე გადატანილი ტრაგედია იქნება მაგალითი. ჩვენ ერთად შევძლებთ, რომ წელში გადავტეხოთ საქართველოში ქალის (ბავშვის) (ადამიანის) ჩაგვრა! დისკრიმინაცია! ძალადობა!
ჩვენ უნდა ვუშველოთ და დავეხმაროთ ამ ქალებს! უნდა გავათავისუფლოთ! გვახსოვდეს ისინი დღეს ისევ იტანჯებიან, ცხოვრობენ ტყვეობაში და ეშინიათ, რომ არ დაუჯერებენ“, – წერს ნეკა დოროყაშვილი.