მცხეთის რაიონული სასამართლო მირიან კუკავას მკვლელობის საქმის არსებით განხილვას იწყებს

მირიან კუკავა

მცხეთის რაიონული სასამართლო 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმის არსებით განხილვას იწყებს. ადვოკატების განცხადებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფები დანაშაულს არ აღიარებენ და სასამართლოს წარდგენილი მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის შუამდგომლობით მიმართავენ.

ცხვარიჭამიაში დაბადების დღის წვეულებაზე დაპირისპირება ორ სხვადასხვა უბანში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის მოხდა, სადაც 20 წლის მირიან კუკავა დანით სასიკვდილოდ დაიჭრა.

საქმეზე 8 პირი დააკავეს. ნაწილს გამოძიება ხულიგნობას, ნაწილს კი დანაშაულის დაფარვას ედავება, ხოლო დავით ჯიჯეიშვილს 20 წლის ახალგაზრდის მკვლელობა ედება ბრალად.