პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
კომპანია „მელაძის“ მფლობელი, რომელიც იძებნება, მიმართვას ავრცელებს.
„ძებნაში ვარ ოფიციალურად, მგონი ბევრი დაბნეულია ამ ფაქტით, ცოტა მეც დაბნეული ვარ მაგრამ ვეგუები. დამაკნინეს, თაღლითი შემარქვეს, გამძარცვეს, ჩემი ყველა უფლება დაიკიდეს, ჩემს შვილთან ბედნიერი წუთებიც წამართვეს, რიჟიკაც შემარქვეს ზოგ ეთერში მაგრამ არაუშავს.
გპირდებით, ყველას სათანადო პასუხს გაგცემთ, გჯეროდეთ თითოეული გარეული პირი ჩემს ანტი-კამპანიაში და ყალბი ბრალდების შედგენაში მონაწილე დაისჯებით, თქვენთვის ყველა ნაცნობი საშუალებით ამის პირობას გაძლევთ და ვინც მიცნობს იცის რომ სიტყვას ყოველთვის ვასრულებ.
შეიძლება დამიჭიროთ, გამანადგუროთ მაგრამ ყველაზე საშიში მაშინ ვიქნები, მიწასთან გასწორებულს რომ დამინახავთ.
თუმცაღა მიხარია, რომ ჩემი სიტყვის თქმა მოვასწარი ზოგი ისე გაისტუმრეთ იმ ქვეყნად, ხმის ამოღებაც ვერ მოასწრეს, რამდენი ახალგაზრდა შეიწირა თქვენმა ბინძურმა სისტემამ, ათასობით მაგრამ მოვა დრო და მოვა ჩემი თაობა თქვენს საფლავს ზედაც არ დავაფურთხებთ, თქვენ იქნებით ყველაზე მივიწყებული ბნელი საქართველოს სიმბოლოები.
საზოგადოების აზრის ცვლილებებისთვის მთავრობის ტელევიზიები ძლიერ ცდილობდნენ თავი გამოიდონ და სახალხო სკანდალად მაქციეს, მაგრამ ისევ უშედეგოდ ხალხს მაინც ვერ შეაყრით თვალებში ნაცარს, ფაქტები ჩემს გვერდზე დევს და უკვე ათასობით მოწყობილობაშია ჩაწერილი ამიტომ თქვენს ბედს ვერ დაემალებით.როცა წყალი იმატებს თევზები ჭამენ ჭიანჭველებს, როცა წყალი იკლებს - ჭიანშველენი თევზებს, ეს გახსოვდეთ.“ - წერს მელაძე.