ჯარიმა 3000 ლარამდე იზრდება - ვინ და რა შემთხვევაში დაჯარიმდება
1727946611
მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი, გიორგი ბეროზაშვილი სავარაუდოდ სასამართლოს წინაშე დღეს წარდგება. სხდომა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზეა.
ფარული ჩანაწერიდან ცნობილი გახდა, რომ დაკავებულმა საკუთარი დედ-მამის მკვლელობა ოჯახური კონფლიქტის გამო, რამდენიმე დღით ადრე დაგეგმა. ამ მტკიცებულების მიუხედავად, დაკავებული კვლავ დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს. მკვლელობა ვაზისუბანში აპრილში მოხდა.
"ბრალდების მხარემ წესით უნდა ამოწუროს მტკიცებულებების გამოკვლევა. ნივთიერი მტკიცებულებები აქვს დარჩენილი, რაც ჩხრეკის და დათვალიერების შედეგად იქნა ამოღებული და თუ ბრალდების მხარემ დაამთავრა თავისი მტკიცებულებების გამოკვლევა, შემდგომ უკვე ბრალდებული მისცემს ჩვენებას. ჯერჯერობით დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა ამ დუმილს დაარღვევს და მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ მისცეს ჩვენება," - განაცხადა ადვოკატმა გიორგი ანთიძემ.