რისთვის აქვს უნიტაზს წყლის ჩარეცხვის ორი ღილაკი და არა ერთი: საქმე მხოლოდ წყლის დაზოგვაში არ არის
1769883043
მსხვერპლით დასრულდა, ავტოსაგზაო შემთხვევა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედში.
მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც 25 წლის ახალგაზრდა მართავდა, ხეს შეეჯახა.
ძლიერი შეჯახების შედეგად, მამაკაცი, რომელიც ავტომობილში მარტო იმყოფებოდა, ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი დედოფლისწყაროდან თბილისში მიემგზავრებოდა, სადაც ის დასაქმებული იყო.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 6-ე ნაწილით დაიწყო.
ბოლო ორი დღის განმავლობაში, კახეთში მსხვერპლით ორი ავტოსაგზაო შემთხვევა დასრულდა.