1733256870
მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა: წუხელ რომ ღამის 3 საათზე ვისადილეთ ჩვენმა თანამშრომლებმა სამსახურში, ეს არ არის საინტერესო? ეს უფრო საინტერესოა
მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ „ქრონიკის“ კონკრეტულ კითხვებს არ უპასუხა. რატომ იყო მისი გადაწყვეტილების წინასწარ ინფორმირებული ოპოზიცია, ხუჭუა განმარტებას არ აკეთებს.
მოსამართლემ არჩევნებთან დაკავშირებით ისევ ვარაუდებზე ისაუბრა, ჟურნალისტებს ki ურჩია, მისი კვებით, ასევე ძილის რეჟიმით დაინტერესდნენ.
„მე და ჩემმა თანამშრომლებმა წუხელ 2 საათი ვიძინეთ ღამე. 4 საათზე წამოვედით თეთრი წყაროდან თბილისში. უფრო საინტერესო იქნებოდა, რომ საზოგადოება, ჟურნალისტები, თქვენ ამით დაინტერესდეთ, ეს როგორ ხერხდება. წუხელ რომ ღამის 3 საათზე ვისადილეთ ჩვენმა თანამშრომლებმა სამსახურში, ეს არ არის საინტერესო? ეს უფრო საინტერესოა. თქვენ გჯერათ, რომ არასდროს არსად მანიპულაციები არ განხორციელებულა საქართველოში არჩევნების დროს? მე არ მჯერა. თქვენ გჯერათ?”, - მიმართა მან „ქრონიკის“ ჟურნალისტს.
ცნობისთვის, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებაზე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები იქამდე საუბრობდნენ, ვიდრე ამას თავად მოსამართლე სხდომათა დარბაზში გაახმოვანებდა. უფრო კონკრეტულად, ზუსტად 20 საათსა და 58 წუთზე ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ თეთრიწყაროს მოსამართლემ პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ამ დროს დროს ვლადიმერ ხუჭუას ჯერ გადაწყვეტილება საჯაროდ გამოცხადებული არ ჰქონდა.