მკვლელობით დასრულებული სუფრა - 33 წლის მამაკაცი ხონში მხოლოდ იმის გამო მოკლეს, რომ ნასვამი ადამიანების დამშვიდება სცადა

პოლიცია

მკვლელობით დასრულებული სუფრა - 33 წლის მამაკაცი ხონში მხოლოდ იმის გამო მოკლეს, რომ ნასვამი ადამიანების დამშვიდება სცადა. გიორგი ჩალაძე საკუთარი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ჩავიდა, რათა სუფრასთან შეკრებილი შეკრებილი ახალგაზრდები დაემშვიდებინა, თუმცა სიწყნარისკენ მოწოდებას აგრესია და ჩხუბი მოყვა. გიორგი ჩალაძეს ნასვამმა მამაკაცებმა დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს, მამაკაცის გადარჩენა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ვეღარ მოასწრო.

სტუმარი, რომელმაც 33 წლის გიორგი ჩალაძე სასიკვდილოდ გაიმეტა ადგილიდან მიიმალა, ის პოლიციამ მალევე დააკავა. სასამართლოს ელოდება კიდევ ორი პირი, რომლებსაც გამოძიება შეუტყობინებლობასა და ხულიგნობას ედავება. გიორგი ჩალაძის ოჯახი მომხდარზე კამერებთან აღარ საუბრობს, საქმე კი განზრახ მკვლელობის მუხლითაა აღძრული.