გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
2015 წლის 19 დეკემბერს თბილისში მომხდარმა საზარელმა მკვლელობამ მთელი საქართველო შეძრა. ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა ქალმა, მაგდა პაპიძემ ქმარი და შვილი მოკლა, შემდეგ კი კვალის წაშლას შეეცადა, თუმცა, მისთვის საბედისწერო სისხლის ლაქა აღმოჩნდა, რომელიც გამომძიებლებმა სახლში იპოვეს.
მსჯავრდებული მაგდა პაპიძე ერთადერთი უვადო პატიმარი ქალია საქართველოში, თუმცა, თავს დღემდე უდანაშაულოდ მიიჩნევს.
„პოლიციის ფაილებში“ საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები ყველაზე სასტიკ და გახმაურებულ საქმეს თითქმის 5 წლის შემდეგ იხსენებენ და იმ დეტალებზე საუბრობენ, რომელიც მაშინ არ გაჟღერებულა.
გამომძიებლებმა დაადგინეს ვის დაურეკა მაგდა პაპიძემ იმ დროს, როცა ის მეზობლებს დახმარებას სთხოვდა და საცხოვრებელი სახლის ეზოში გარდაცვლილი ქმარ-შვილი ესვენა.
„მალევე დადგინდა რომ მაგდა პაპიძეს ჰყავდა მეგობარი მამაკაცი, რომელიც მაღაზიაში მუშაობის დროს გაიცნო, როგორც ჩანს მათ შორის ჩამოყალიბდა სასიყვარულო ურთიერთობა, პირველად მაგდა პაპიძემ სწორედ მას დაურეკა“ - ჰყვება გამომძიებელი.
როგორც გამომძიებელი ამბობს, მაგდა პაპიძის მეგობარი მამაკაციც გამოიკითხა, თუმცა მას საკმაოდ მყარი ალიბი გააჩნდა და დაასახელა ადგილი, სადაც იმყოფებოდა მკვლელობის დროს.
„როცა მაგდა პაპიძეს ვუთხარი, რომ მეზობელ ოთახში მისი მეგობარი მამაკაცი იკითხებოდა, ის ანერვიულდა, წამოხტა და დაიწყო ყვირილი, რომ მეგობარი მამაკაცი არაფერ შუაში არ იყო მკვლელობასთან. რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა ჩვენი ეჭვი, რომ ქმარი და შვილი მაგდამ მოკლა“ - ამბობს გამომძიებელი.