მკვლელობით დასრულებული დაპირისპირება - მოკლული ხელოსნის ვინაობა ცნობილია

პოლიცია

თბილისში მოკლული 25 წლის თემურ ხარაული სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯიდანაა.

გარდაცვლილი სოფელში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში უკვე გადაასვენეს. მოკლულის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს დეტალებზე საუბარი არ სურთ.

მკვლელობის მიზეზები და დეტალები უცნობია ახალგაზრდა კაცის მეზობლებისთვისაც.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ბოლო რამდენიმე წელი, გარდაცვლილი თბილისში ცხოვრობდა და მასთან კომუნიკაცია იშვიათად ჰქონდათ.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის თემურ ხარაული მოკლეს. მამაკაცს ცივი იარაღით, 33 წლის თანამშრომელი გაუსწორდა, რომელიც მასთან ერთად სამშენებლო ობიექტზე იყო დასაქმებული.

პოლიციამ სავარაუდო დამნაშავე მალევე დააკავა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მოკლული თემურ ხარაული, 2021 წლის 5 ივლისს, ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმისათვის სამართალდამცველებს ჰყავდათ დაკავებული.