ცნობილი ხდება ორი ქართველი სპორტსმენის ვინაობა, რომლებსაც შოტლანდიის პოლიცია ეძებს
1790104308
,,პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ წუხელ ღამით შუახნის მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს.
ჩვენი ინფორმაციით, გარდაცვლილი და ბრალდებული ერთ-ერთ ობიექტზე სამშენებლო საქმიანობას ერთად ახორციელებდნენ.
წყარო გვიყვება, რომ ურთიერთშელაპარაკება მათ შორის ერთ-ერთ რესტორანში დაიწყო, შემდეგ კი ბრალდებულის საცხოვრებელ ტერიტორიაზე გაგრძელდა. ორივე მათგანი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა.
ჩვენი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.
მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.