1740372372
თბილისში, ხელოსნებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე შსს განცხადებას ავრცელებს

თბილისში, ხელოსნებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე შსს განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, მომხდარის გამო 33 წლის მამაკაცი უკვე დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ნაცნობს -1996 წელს დაბადებულ თ.ხ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტ.ძ. მომხდარიდან მალევე, თბილისში დააკავეს.
პოლიციამ, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა - ნივთმტკიცებად ამოიღო.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.