დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
საქართველოს პროკურატურამ ვანში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს.
,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 აგვისტოს, ქ.ვანში, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების დროს დ.ჩ-ს დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 29 აგვისტოს დააკავეს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.