დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.
ადგილობრივების ინფორმაციით, 35 წლის მამაკაცი მამის და არასრულწლოვანი შვილების თვალწინ მოკლეს.
მათი თქმით, ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკურად არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი რამდენიმე ადამიანი გაუსწორდა, რომლებიც მისი ნაცნობები იყვნენ და დანით 17-მდე ჭრილობა მიაყენეს.
კონფლიქტი მარიამობის დღესასწაულის აღსანიშნავ სუფრაზე, ყოფით ნიადაგზე დაიწყო და მას შემდეგაც გაგრძელდა, რაც 35 წლის მამაკაცმა აღნიშნული ადგილი დატოვა და სახლში ბრუნდებოდა.
"ორივე ბავშვი და მამა შეესწრო, ჩემი თვალით, ვნახე ორივე ბავშვი მამის ცხედარზე იყო გადამხობილი," - აცხადებს ადგილობრივი.
სამართალდამცველებმა ასევე ამოიღეს ნივთმტკიცების სახით დანა, რომლითაც ახალგაზრდა მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობები, მისმა ნათესავმა - ბიძაშვილმა მიაყენა.
35 წლის მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშიც გადაიყვანეს, თუმცა მას სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებები ჰქონდა მიყენებული და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
შსს-ს ინფორმაციით ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაკავებულია 2004 წელს დაბადებული ლ.მ.
მას ბრალი განზრახ მკვლელობაში ედება.