პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, თეიმურაზ კუპატაძე, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სპეცოპერაციებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორია დაკავებული.
თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, დაკავებულებს შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას ნარკოდანაშაულისა და ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ. დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით, მიმდინარეობს ღონისძიებები თბილისში, ბათუმსა და სხვადასხვა ქალაქებში, დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკოდამნაშავე და რეალიზატორი. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, დიდი რაოდენობით და ასევე, რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. ამ ადამიანებს ქვეყანაში ნარკოტიკები სხვადასხვა გზით შემოჰქონდათ. დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ისე უკრაინის, ყაზახეთისა და რუსეთის მოქალაქეები. ისინი მოსამართლის განჩინების საფუძველზე არიან დაკავებულები. ასევე, არსებობს ფარული ვიდეოჩანაწერები და ყველა ის მტკიცებულება, რაც მათი დაკავების საფუძველი გახდა," - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ინფორმაციით, საუბარია ისეთ ნარკოტიკებზე, როგორებიცაა ჰეროინი, კოკაინი და სხვა.
სპეცოპერაცია ტარდებოდა ფონიჭალაშიც. დაკავებულია 2 პირი. სამართალდამცველებმა გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლებიდან, ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.