1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა ამ წუთებშიც გრძელდება - სასჯელის გადავადების ან გაუქმების შესახებ განხილვა საფინალო ეტაპზეა. მხარეები დასკვნით სიტყვას ამბობენ, რის შემდეგაც, შესაძლოა, მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადოს. სხდომას მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებიც ესწრებიან.
სხდომა დაახლოებით 1 საათია მიმდინარეობს და ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები დასკვნით სიტყვას ამბობენ, სადაც ხაზი გაუსვეს ჩვენებას, რომელიც წინა პროცესზე სამხარაული ექსპერტებმა და „ვივამედის“ კლინიკის დირექტორმა მისცეს.
ადვოკატებს არ აქვთ მოლოდინი, რომ გიორგი არევაძე მათ მოთხოვნას დააკმაყოფილებს და მიხეილ სააკაშვილს სასჯელს გადაუვადებს, თუმცა დღევანდელ სხდომაზე უფლებადამცველმა შალვა ხაჭაპურიძემ მიმართა მოსამართლეს, რომ სააკაშვილის მოთხოვნა სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით დააკმაყოფილოს და სწორედ ეს გადაწყვეტილება იქნება შემდგომში შერიგება.
"წარმოუდგენელია 21-ე საუკუნეში ვეფხისტყაოსნის ერს პრეზიდენტი ციხეში უკვდებოდეს, ჩემი აზრით, ეს დაუშვებელია. ჩვენ ვართ ის თაობა, რომლებმაც ბოლო 30 წელიწადი და ცოტა უფრო მეტი ჩვენ თვალწინ გაიარა. მე მიმაჩნია, რომ გვეყო დაპირისპირება, ლანძღვა, შურისძიება, მინდა ვიყოთ მიმტევებლები და ჰუმანურები. უნდა დავიწყოთ ძლიერი საქართველოს შენება, სხვა გზა არ გვაქვს. სხვანაირად ჩვენნაირი პატარა ერი ვერ გადარჩება. ბატონო მოსამართლევ, თქვენ შეგიძლიათ დღეს თქვენი გადაწყვეტილებით ითამაშოთ ისტორიული როლი და საფუძველი ჩაუყაროთ დიდ შერიგებას. ეს შანსი თქვენ ხელიდან არ უნდა გაუშვათ," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ.