1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
"ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქზე" "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობას ეხმიანება. მისი თქმით, "ჩრდილოვანი თამაშები" ფიასკოთი დასრულდება.
"მთელი ეს ჩრდილოვანი თამაშებიც ისეთი ფიასკოთი დასრულდება, როგორც სააკაშვილის ვოიაჟი. ვისაც ჭკუა გაქვთ, შორს დადექით. ვისაც ჭკუასთან ერთად, პატიოსნებაც გაქვთ და ქვეყანა გიყვართ, დამოუკიდებელი პოლიტიკოსები გააძლიერეთ.
ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ყოველთვის იყვნენ გონიერი და პატიოსანი ადამიანები, მაგრამ ისინი უტვინოებთან და უსინდისოებთან აგებდნენ შიდა კონკურენციას (ილია ჭავჭავაძე, აკაკი ბაქრაძე, ზურა ჭავჭავაძე …) და ეს ქვეყანას უკან ხევდა - მაჩანჩალობაში.
თუ ნორმალური მომავალი გვსურს, ამჯერად ჩრდილიდან მართული ფლანგი უნდა განადგურდეს და პატიოსანმა და გონიერმა ხალხმა უნდა მოიგოს - თავისუფლების დაცვა ღირსეულ ადამიანებს შეუძლიათ და არა ტრულაილებს," - წერს ჩერგოლეიშვილი.