გაზის მიწოდება 34 საათით შეწყდება - ნახეთ მისამართები და დეტალური ინფორმაცია
1793904081
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ პროცესზე, მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ. შესაძლოა, მოსამართლემ გადაწყვეტილება დღესვე გამოაცხადოს.
სხდომას მიხეილ სააკაშვილი არ ესწრება.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე დაახლოებით, ორი თვეა, განიხილავს.
ცნობისთვის, დღესვე, კლინიკა ,,ვივამედიდან" მიხეილ სააკაშვილმა წერილი გამოაქვეყნა.