მიხეილ სააკაშვილის პროცესი გადაიდო

მიხეილ სააკაშვილი

ცხრა მილიონი ლარის გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი გადაიდო. მსჯავრდადებული, მისივე ადვოკატების მიერ გამოძახებული მოწმის დაკითხვას არ დაესწრო და პროცესში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი სასამართლოში მივიდა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის პოზიცია გაიზიარა. ბრალდების მხარემ პროცესის გადადება მოითხოვა, რადგან ამ დრომდე მიხეილ სააკაშვილის გამოუცხადებლობის გამო სხდომები ერთი წლის განმავლობაში ტრადიციულად იდებოდა.

მოსამართლემ დაცვის მხარეს მსჯავრდადებულის პოზიციის გარკვევა დაავალა.